სტუდენტური მოძრაობის, აუდიტორია #115-ის წევრებმა გმირთა მოედანზე ბანერი გადმოფინეს, სადაც სამუშაოზე დაღუპული მუშების სახელები წერია.

ხვალ, 14 თებერვალს, 19 საათზე შრომითი პირობების გასაპროტესტებლად და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მოთხოვნით აქცია გაიმართება.

მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეები სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არ არსებობის გამო იღუპებიან.

აუდიტორია #115-ის წევრების განცხადებით, წინააღმდეგობის დროა და სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობას ნიშნავს:

"კიდევ ერთი, 26 წლის მუშა დაიღუპა მშენებლობაზე. 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის."

წაიკითხეთ ამავე თემაზე: სად გადის ზღვარი ბიზნესის ინტერესსა და შრომით უფლებებს შორის