კომპანია Boston Dynamics-მა საკუთარი რობოტის, Spotmini-ის ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ოთხფეხა რობოტი, რომელიც ძაღლის პროტოტიპია, თავისუფლად აღებს კარს და სხვა რობოტებს "გაქცევაში" ეხმარება.

გარდა ამისა, სპოტმინის სირბილი, ხოხვა და კიბეებზე ასვლაც შეუძლია.

Boston Dynamics ერთ დროს გუგლს ეკუთვნოდა, თუმცა 2017 წელს გუგლმა რობოტმწარმოებელი კომპანია იაპონურ SoftBank-ს მიჰყიდა.

თქვენი არ ვიცით და ჩვენ ამ ვიდეომ "იურული პერიოდის პარკის" ის სცენა გაგვახსენა, რომელშიც რაპტორები გარე სამყაროში გამოსვლას ახერხებენ.