BBC-ის ცნობით, კანადელი ერიკ რედფორდი პირველი ღიად გეი მოციგურავეა, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

რედფორდმა თავის პარტნიორ მეგან დუჰამელთან ერთად, წელს, პიონჩანგში მიმდინარე თამაშებისას, სპორტულ წყვილებში მოიპოვა ოქრო. წყვილმა პროგრამა Adele-ის Hometown Glory-ის კომპოზიციაზე შეასრულა.

გამარჯვების შემდეგ რედფორდმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სიამაყის უდიდესი გრძნობა ჰქონდა.

ამერიკელმა მოციგურავემ ადამ რიფონმა, პირველმა ღიად გეი სპორტსმენმა, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გავიდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მოგვიანებით კანადელმა ერიკ რედფორდმა ბრინჯაოს მედალოსან ადამ რიფონთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა ტექსტით:

"ვამაყობ, რომ მე და ადამს შეგვიძლია გვეკიდოს ეს მედლები და ვაჩვენოთ მსოფლიოს თუ რა შეგვიძლია".

"ეს ფანტასტიკურია", - წერს საერთაშორიოს ოლიმპიური კომიტეტის ათლეტთა კომისიის ხელმძღვანელი, ანგელა რუგიერო. მისი თქმით, ერიკ რედფორდი ნამდვილად პოზიტიურ მესიჯს გზავნის მსოფლიოში იმის სათქმელად, რომ ყველა უნდა იყოს მიღებული და ყველას უნდა შეეძლოეს შეჯიბრში მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებზე.