საკულტო რეჟისორების 14 განუხორციელებელი პროექტი
ის, რომ შენს ფილმებს დიდი შემოსავალი აქვს, არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ხარ და კომერციულადაც ძალიან წარმატებულ რეჟისორად ითვლები, თურმე სულაც არ ყოფილა გადამწყვეტი მაშინ, როდესაც კინოსტუდიებში ახალი პროექტით მისულს უარით გისტუმრებენ და ახალი ფილმის გადაღებაზე თანხმობას ვერ იღებ.
თუ არ გჯერათ, მაშინ კითხეთ მარტინ სკორსეზე, სოფია კოპოლას, დარენ არანოვსკის, კვენტინ ტარანტინოს და სხვა სახელგანთქმულ რეჟისორებს.
წარმოგიდგენთ იმ ტიტულოვანი რეჟისორების ფილმებს, რომლებიც კინოსტუდიებმა დაბლოკეს.
კრისტოფერ ნოლანი - ჰოვარდ ჰიუზის ბიოგრაფია
2002 წელს ნოლანმა მილიარდელ ჰოვარდ ჰიუზის ბიოგრაფიის სცენარი დაწერა. როგორც თავად ამბობს, ეს მის კარიერაში საუკეთესო ნამუშევარი იქნებოდა. რეჟისორს მთავარ როლზე ჯიმ კერი სურდა. ჰოვარდ ჰიუზი ამერიკელი ბიზნესმენი, ინჟინერი, ამერიკული ავიაციის პიონერი, რეჟისორი, კინოპროდიუსერი და 1960-იანებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. რა მოხდა? რატომ უთხრა კინოსტუდიამ ნოლანს უარი ფილმზე? ამის მიზეზი მარტინ სკორსეზე გახდა, რომელმაც იმავე წელს, ზუსტად იმავე თემის ფილმზე The Aviator დაიწყო მუშაობა ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად. საბოლოოდ ნოლანმა ბიოგრაფიული ფილმის გადაღება გადაიფიქრა და ახალ პროექტზე ფიქრობდა, სწორედ ამ დროს დაურეკა პროდიუსერმა ბენჟამინ მალნიკერმა და DC-ისთან და Warner Brothers-თან ერთად ბეტმენის გადაღება შესთავაზა.
კეტრინ ბიგელოუ - ფილმი ჟანა დ'არკზე
კეტრინ ბიგელოუს ძალიან სურდა ჟანა დ'არკზე ფილმის გადაღება, მთავარ როლზე კი კლერ დენსის მიწვევა სურდა. კინოსტუდიასთან შეთანხმება თითქმის მიღწვეული იყო, თუმცა საბოლოოდ მათ პროექტი ლუკ ბესონს ჩააბარეს, რომელმაც როლზე მილა იოვოვიჩი დაამტკიცა.
ტერენს მალიკი - ჩე გევარას ბიოგრაფია
ტერეს მალიკი კუბაზეც კი ჩავიდა იმისთვის, რომ ფილმზე მუშაობის დაწყებამდე ადგილობრივები გამოეკითხა და გაეგო რეალურად ვინ იყო მათთვის ჩე გევარა. საბოლოოდ ეს პროექტი არც ერთმა სტუდიამ დააფინანსა.
კვენტინ ტარანტინო - Killer Crow
როგორც ცნობილია ტარანტინომ ამ სცენარის შესახებ რამდენიმე კინოსტუდიას უამბო. საბოლოოდ რეჟისორს ფილმის გადაღება არავინ დაუფინანსა, ამიტომ დეტალები ამ სცენარიდან Inglourious Basterds-ში გამოიყენა.
სტივენ სოდერბერგი - ლენი რიფენშტალის ბიოგრაფია
სოდერბერგი აპირებდა გადაეღო ბიოგრაფიული ფილმი გერმანელი მოცეკვავის, კინორეჟისორის, მსახიობისა და ფოტოგრაფის, ლენი რიფენშტალის შესახებ. თუმცა კინოსტუდიებმა ჩათვალეს, რომ ფილმი შემოსავლიანი არ იქნებოდა და ამიტომ მას დაფინანსებაზე უარი უთხრეს.
დევიდ ფინჩერი - გრაფიკული ნოველის ადაპტაცია
ფინჩერმა გრაფიკული ნოველის ადაპტაციისთვის $100 მილიონი მოითხოვა, როლზე კი მორგან ფრიმანის დამტკიცება სურდა. საბოლოოდ კინოსტუდიებმა ამხელა ფულის გაღებაზე უარი თქვეს.
სოფია კოპოლა - პატარა ქალთევზა
2014 წელს სოფია კოპოლა პატარა ქალთევზას კინოვერსიის გადაღება სურდა, ფილმზე Universal Pictures-ს უნდა ემუშავა თუმცა იდეა რამდენიმე მიზეზის გამო ვერ შედგა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსები იყო. ამავდროულად, კოპოლას არ სურდა გადაეღო ფილმი ბედნიერი დასასრულით. საბოლოოდ კინოსტუდიამ გადაწყვიტა, რომ ამ პროექტში ფულის ჩადება სარისკო იქნებოდა.
მარტინ სკორსეზე - დინ მარტინის ბიოგრაფია
ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან რეჟისორს კინოსტუდიებმა უარი უთხრეს დინ მარტინის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს სცენარიც დაწერილი ჰქონდა და მთავარი როლის შემსრულებლებიც დაამტკიცა, საბოლოოდ რეჟისორმა ვერც Warner Bros. და ვერც Miramax ვერ დაითანხმა ფილმის დაფინანსებაზე.
დარენ არანოვსკი - Flicker
არანოვსკის სურდა 1991 წელს დაწერილი რომანის ადაპტაცია გადაეღო, თუმცა კინოსტუდიებმა, მათ შორის Universal-მა ფული არ მისცა.
სპაიკ ჯონსი - Harold and the Purple Crayon
სპაიკ ჯონსს სურდა საბავშვო ამერიკული წიგნის ეკრანიზაცია გადაეღო, თუმცა კინოსტუდიებმა მას ბიუჯეტი არ დაუმტკიცეს.
ლინ რემსი - Jane Got A Gun
რემსის ამ ფილმის გადაღება 2013 წელს სურდა. როლებზე ნატალი პორტმანი და ჯუდ ლოუ დაამტკიცა, თუმცა საბოლოოდ კინოსტუდიამ ფილმის რეჟისორად გევინ ოკონერი აირჩია.
გილერმო დელ ტორო - At the Mountains of Madness
2006 წელს გილერმო დელ ტორომ კინოსტუდია Warner Bros.-ს თავისი ახალი პროექტი წარუდგინა. თუმცა სტუდიამ უარი თქვა, რადგან კინოსურათს ძალიან დიდი ბიუჯეტი სჭირდებოდა. ამის შემდეგ, 2010 წელს დელ ტორომ იგივე პროექტი Universal-ს წარუდგინა, სადაც ეწერა, რომ მთავარ როლს ტომ კრუზი შეასრულებდა, აღმასრულებელი პროდიუსერი კი ჯეიმს კამერონი იქნებოდა. საბოლოოდ არც Universal-მა მისცა რეჟისორს ფული. 2012 წელს კი ეკრანზე რიდლი სკოტის Prometheus გამოვიდა, რომელიც როგორც დელ ტორო ამბობს, ძალიან ჰგავდა მის დაბლოკილ პროექტს.
ლარს ფონ ტრიერის 33 წლიანი ექპერიმენტი
თუ ფიქრობთ, რომ რიჩარდ ლინკლეიტერის Boyhood, რომლის გადაღებასაც რეჟისორმა 12 წელი მოანდომა კინოში ერთ-ერთი უდიდესი ექპერიმენტი იყო, ძალიან ცდებით. ლარს ფონ ტრიერს სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა იმისთვის, რომ დაეწყო იმ კინოსურათის გადაღება, რომლის შექმნასაც 33 წელს მოანდომებდა. რეჟისორს სურდა 1991 წლიდან 2024 წლამდე გადაეღო ფილმი - ყოველ წელს 3 წუთი, თუმცა პროექტი ვერ შედგა.
დევიდ ლინჩი - Ronnie Rocket
სადებიუტო ფილმის შემდეგ, ლინჩს სურდა გადაეღო დეტექტივი 80-იან წლებზე. ფილმის უნიკალურობა, რეჟისორის ხედვაში იყო, რომელსაც სურდა იმ დროისათვის უნიკალური გადაღების ტექნიკა დაენერგა. საბოლოოდ პროექტი არც ერთმა სტუდიამ დააფინანსა.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
კომენტარები