მიხეილ სააკაშვილი პოლონეთს პოლიტიკურ თავშესაფარს არ თხოვს. უკრაინულ მედიასთან საუბარში ოდისის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ ამჟამად პოლონეთის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება, თუმცა არ აპირებს პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოს. ინფორმაციას Unian ავრცელებს.

სააკაშვილმა დახმარება ევროკავშირს სთხოვა. მისი თქმით, თუ ევროკავშირი, განსაკუთრებით კი გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი არაფერს იმოქმედებენ უკრაინა კრახს განიცდის.

სააკაშვილი 12 თებერვალს, უკრაინაში რესტორანში დააკავეს. საზღვრის დაცვის პოლიციამ და საიმიგრაციო სამსახურმა მიიღეს გადაწყვეტილება მისი რეადმისიის შესახებ, ის დააბრუნეს იმ ქვეყანაში, რომლიდანაც უკრაინაში არალეგალურად შევიდა.

პოლონეთში ჩაფრენილმა სააკაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თვითმფრინავში იძულებით ჩასვეს. მისი თქმით, ის გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის გადასარჩენად.