American Horror Story-ის ერთგული მაყურებელი აუცილებლად დაგვიდასტურებს, რომ სერიალის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი Murder House იყო.

სახლი, რომელშიც რაიან მერფის შოუს პირველი სეზონია გადაღებული, $3.2 მილიონად გაიყიდა. თუმცა, როგორც სახლის ამჟამინდელი მფლობელი ამბობს, არ იცოდნენ, რომ საკულტო შოუ სწორედ მათ ახალ სახლში შეიქმნა.

შენობა ერნესტ ფონ შვარცმა და პიერ ანჯელა ოკენფოლდმა 2015 წელს შეიძინეს და ამბობენ, რომ მუდმივად უწევდათ მოეგერიებინათ სერიალის ფანები.

"მას შემდეგ რაც მათ სახლი შეიძინეს, ყვებოდნენ, რომ ღამე ხმაური ესმოდათ. თავისით იხსნებოდა ფანჯრები და კარი სამზარეულოში. ასევე სახლი ერთგვარ ატრაქციონად იყო ქცეული, იქ სერიალის ფანები მოდიოდნენ და შენობის გარეთ ფოტოებს იღებდნენ. ერნეტსი და ანგელა ამბობენ იმასაც, რომ სახლში ორი მოჩვენება ცხოვრობს. მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს მიმართონ სასამართლოს და უჩივლონ მაკლერს იმისთვის, რომ სახლის ისტორია დაუმალეს", - ყვება წყვილის ადვოკატი.

სახლი, რომელშიც FX-ის სერიალის პირველი სეზონია გადაღებული, 1902 წელს არის აშენებული.