საქართველოს პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილებას სამოტივაციო ნაწილში გაასაჩივრებს. ამ შინაარსის განცხადება უწყების პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

სააპელაციო სასამართლომ დეკანოზისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდება ძალაში დატოვა.

უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარეც.

"სასამართლო საქართველოში არ არსებობს. იმედი გვქონდა რომ რეანიმაციაში იყო, მაგრამ გარდაცვლილია. ქვეყანაში არა არსებობს დამოუკიდებელი, სამართლიანი მოსამართლე. ეს შეკვეთის და დავალების გაგრძელებაა", - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდება და გიორგი მამალაძე 2017 წლის 5 სექტემბერეს დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებაში, სსკ-ის 18,108-ე მუხლით. სააპელაციო სასამართლომ კი, დღეს, 13 თებერვალს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.