შეყვარებულის გაცილების შემდეგ ალბათ ხშირად გიფიქრიათ, ნეტავ სახლში თუ მივიდა მშვიდობითო, თუმცა ამის გადამოწმება ხშირად რთული ხდება ხოლმე. ამის მიზეზი ისიც არის, რომ თანამედროვე სმარტფონები ძალიან მალე ჯდება და შესაძლოა, სახლში მისვლამდე საერთოდ გაითიშოს.

Android Police-მ შექმნა სპეციალური კოდი Google Maps-ისთვის, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი ტელეფონის ელემენტის მდგომარეობა მყისიერად გაუზიაროთ მეგობარს. მაგალითად, თუ თქვენ ხართ A წერტილში, შეგიძლიათ თქვენი ელემენტის იმ წუთის მდგომარეობა გაუზაროთ მას, ვინც ელოდება როდის მიხვალთ სახლში ან რომელიმე სხვა ადგილას.

ამის შედეგად, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ზუსტად ეცოდინება, დროის რა მონაკვეთში გიჯდებოდათ ტელეფონი და შესაბამისად, თუ უეცრად გაქრებით ონლაინიდან, აღარ ინერვიულებს.

გარდა ამისა, შექმნილი კოდი მოიცავს ისეთ სერვისებსაც, როგორიცაა თქვენი დაგეგმილი მარშუტის გაზიარება, დანიშნულების ადგილას მისვლის სავარაუდო დრო და ა.შ.

აპლიკაციის განახლებული ვერსიის ჩაშვება უახლოეს მომავალში იგეგმება და მის გამოყენებას ყველა შეძლებს. ეს არის ბოლო გაჩერება, გუგლი კიდევ აპირებს სხვადასხვა ფუნქციების დამატებას მისი ერთ-ერთი მთავარი აპლიკაციისთვის.