დაუდასტურებელი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჩარტერული რეისით პოლონეთში გადააფრინეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი ბორისპოლის აეროპორტში მიჰყავდათ. სწორედ ამიტომ სააკაშვილის პარტია ახალი ძალების მოძრაობამ მხარდამჭერებს მოუწოდა ბორისპოლის აეროპორტთან ბლოკპოსტები შექმნათ. ასევე ჟულიენის აეროპორტთან და ქალაქიდან გასასვლელი სხვა გზების გადაეკეტათ.

სააკაშვილი რამდენიმე საათის წინ რესტორანში დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის საზღვრის დაცვის და საიმიგრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის შესახებ. მას დააბრუნებენ იმ ქვეყანაში, რომლიდანაც არალეგალურად შემოვიდა. კერძოდ, კი პოლონეთში. თუმცა, უწყებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, როდის მოხდება სააკაშვილის დეპორტაცია.