უკრაინის საზღვრის დაცვის და საიმიგრაციო სამსახურმა მიიღეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა გაავრცელა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს დააბრუნებენ იმ ქვეყანაში, რომლიდანაც არალეგალურად შემოვიდა.

უწყების ინფორმაციით, ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე სააკაშვილის დაკავების პროცესს უცხო პირებმა შეუშალეს ხელი და სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ძალის გამოყენება დასჭირდათ.

სააკაშვილი რამდენიმე საათის წინ რესტორანში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის პარტია ახალი ძალების მოძრაობამ მხარდამჭერებს მოუწოდა ჟულიანის და ბორისპოლის აეროპორტებთან ბლოკპოსტები შექმნან, გადაკეტონ კიევიდან გასასვლელი გზები და შეამოწმონ ყველა საეჭვო ავტოტრანსპორტი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან დეპორტაცია არ დაუშვან.