სააკაშვილის პარტია მხარდამჭერებს ქალაქიდან გასასვლელი ყველა გზის გადაკეტვისკენ მოუწოდებს
მიხეილ სააკაშვილის პარტია ახალი ძალების მოძრაობა მხარდამჭერებს მოუწოდებს ჟულიანის და ბორისპოლის აეროპორტებთან ბლოკპოსტები შექმნან, გადაკეტონ კიევიდან გასასვლელი გზები და შეამოწმონ ყველა საეჭვო ავტოტრანსპორტი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან დეპორტაცია არ დაუშვან. ამის შესახებ მათ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის დაკავება ოპონენტის მოშორების მცდელობაა და მის დეპორტაციის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
"ეს უკრაინის მოქალაქის გატაცების მცდელობაა ბანდიტების მიერ"
მათი თქმით, სააკაშვილი უცნობმა პირებმა გაიტაცეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. ისინი ვარაუდობენ, რომ სააკაშვილს ბორისპოლის ან ჟულიანის აეროპორტში მიიყვანენ, თუმცა მიაჩნიათ რომ არის შანსი საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევიდან ავტოტრანსპორტით გაიყვანონ.
სააკაშვილი რამდენიმე საათის წინ რესტორანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. უკრაინული მედია სამართალდამცავი ორგანოდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი საიმიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირებს, რომლებმაც სააკაშვილი დააკავეს ფორმაზე ეწერათ საზღვრის დაცვის სამსახური.
პირველად სააკაშვილი 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ როდესაც გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინას ჩხრეკდა. ჩხრეკის გამო ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. დაკავებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა ბლოკირებული მიკროავტობუსიდან გაათავისუფლეს.
9 დეკემბერს მეორედ დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. დაკავებიდან მეორე დღეს, კიევში პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტისა და სააკაშვილის მხარდასაჭერი მარში გაიმართა. კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - პროკურორებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობის შუამდგომლობა დააყენეს.
პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განცხადებით, საღამოს 22 საათიდან დილის 7 საათამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაადგილება ეკრძალება.
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
კომენტარები