დოდო გუგეშაშვილის დაჭრიდან მეხუთე დღეს, დღეს, 12 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მისი დაკითხვა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მიაწოდეს.

ამ დრომდე გუგეშაშვილის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ხდებოდა.

აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი მხედრიონელი, დოდო გუგეშაშვილი 7 თებერვალს სახლში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს. ინციდენტი გუგეშაშვილის სახლში, თბილისში მოხდა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, დოდო გუგეშაშვილის ოჯახს იცნობდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს