როგორ შეიძლება გაატაროს ჰოლივუდის ვარსკვლავმა შაბათ-კვირა? ბევრი არჩევანია - წავიდეს წვეულებაზე, საკუთარ სახლში მოაწყოს დიდი დღესასწაული, ჩაალაგოს ბარგი და დასასვენებლად გაემგზავროს თავისივე პირად კუნძულზე და ა.შ. მაგრამ ეს ჯენიფერ გარნერს ნამდვილად არ ეხება.

მსახიობმა, რომელიც სამი შვილის - 12 წლის ვიოლეტის, 9 წლის სერაფინასა და 5 წლის სამუელის დედაა, გადაწყვიტა მთელი შაბათ-კვირა სკაუტი გოგოების დახმარებაში გამოეყენებინა და ქუჩაში მათთან ერთად ნამცხვრები გაეყიდა.