პოტერმანებო, თქვენთვის, ძალიან, ძალიან კარგი ამბავი გვაქვს.

Reddit-ზე გამოჩნდა იუზერი, რომელსაც ჰარი პოტერის ქართულ გამოცემის შეძენა სურს და თან პირობასაც დებს, რომ კარგ თანხას გადაიხდის.

"გამარჯობა! მე ჰარი პოტერის წიგნების კოლექციონერი ვარ. ვაგროვებ წიგნებს სხვადასხვა ენაზე და ახლა მხოლოდ 6 განსხვავებულ თარგმანი მჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ჰარი პოტერის მეშვიდე წიგნი "სიკვდილის საჩუქრებია". ვეძებ მხოლოდ სქელყდიან გამოცემას", - წერს კოლექციონერი.

ასე რომ, თუ მოგეპოვებათ ამ წიგნის სქელყდიანი გამოცემა და მისი გაყიდვაც არ გენანებათ ეს ამბავიც სწორედ სათქვენოა.