ოსკარის ნომინანტი ისლანდიელი კომპოზიტორი იოჰან იოჰანსონი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯერჯერობით მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. მისი ცხედარი ბერლინში, იოჰანსონის კუთვნილ ბინაში იპოვეს.

როგორც კომპოზიტორის აგენტი ამბობს, ამ ეტაპზე იოჰანის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

იოჰან იოჰანსონს მუსიკა შექმნილი აქვს ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა: The Theory of Everything, Sicario, Arrival, Mother! და სხვა.

კომპოზიტორი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე.