უცხოური გამოცემა Freeridecenter Stubai, რომელიც მომხმარებლებს ზამთრის სათხილამურო კურორტებს აცნობს, ბახმაროთი დაინტერესდა.

"გიზიარებთ ეპიკურ პეიზაჟებს კავკასიიდან. ბახმაროში თქვენ აუცილებლად ნახავთ მსოფლიოში საუკეთესო სივრცეს მათთვის, ვისაც დასახლებულ პუნქტებში სრიალი უყვარს"- გვიამბობს Freeridecenter Stubai და ბახმაროში გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს.

გამოცემამ სრული ორიგინალურობა გამოიჩინა და ვიდეოს სიმღერაც კი ქართული შეურჩია, თანაც ისეთი ვერსია, რომელიც შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს.

თქვენ თუ მოგინდათ დათოვლილ ბახმაროში სრიალი?