აშშ-ში, არიზონას შტატში განიხილავენ, რომ მოქალაქეებს გადასახადების გადახდა ბიტკოინში უნდა შეეძლოთ. ამისათვის კანონმდებლებმა კანონპროექტი უკვე მოამზადეს. მიზანს კი კრიპტოვალუტის გამომუშავებით დაინტერესებული კომპანიების მოზიდვა წარმოადგენს.

შტატის წარმომადგენელმა ჯეფ უინინგერმა განაცხადა, რომ ეს არის ნიშანი ყველა ამერიკელისთვის და, ალბათ დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ არიზონა გახდება ადგილი, სადაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმბა, ვენინგერმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტით ონლაინ გადახდა ბევრად ადვილია.

არიზონას შტატის სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან სტივ ფარილმა, განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასის არასტაბილურობა გადასახადების გადამხდელებს ტვირთად დააწვება. "ეს ნიშნავს იმას, რომ ფული ხვდება სახელმწიფოში და შემდეგ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე თუ როგორ გადაცვალოს ის", - განაცხადა სენატორმა.

გადასახადების ასაკრეფად ბლოკჩეინის გამოყენებაზე მსოფლიოს გარშემო არაერთმა ქვეყანამ იმსჯელა. ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალში გადასახადების ასაკრეფად და ელექტრონული ინვოისების გასაცემად, Blockhain-ის ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

იაპონიასა და სამხრეთ კორეაში Bitcoin ლეგალურ და ოფიციალურ ვალუტად უკვე ცნეს.

გაიგეთ მეტი: