რამდენჯერ გიოცნებიათ თქვენი საყვარელი მსახიობის მონაწილეობით ის სპეკტაკლი გენახათ, რომელზე დასწრებაც ფაქტობრივად შეუძლებელია? ან თქვენი საყავრელი მხატვრის ნახეტები გენახათ?

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრჯერ, თუმცა ხშირად ამის არც დრო გაქვთ და არც საშუალება.

სწორედ ამიტომ, კინოთეატრმა ამირანმა პრინციპით, თუ მუჰამედი ვერ მიდის მთასთან, მთა მივა მუჰამედთან, გადაწყვიტეს დიდებული სასცენო წარმოდგენები თუ ლეგენდარული მხატვრების გამოფენები არც მეტი, არც ნაკლები ჩვენს კინოთეატრში დიდ ეკრანზე აჩვენონ.

ყოველ სამშაბათს, 19:30 საათზე, ნებისმიერ თქვენგანს საშუალება ექნება მსოფლიო წამყვანი თეატრების ლეგენდარული სპექტაკლები თუ დიდებული მხატვრების შემოქმედება დიდ ეკრანზე ნახოს.

13 თებერვალი - მძიმე განსაცდელი/ The Crucible (სპექტაკლი - The Old Vic, London)

20 თებერვალი - გოია/ Goya: Visions of Flesh and Blood (ფილმი - გამოფენა)


27 თებერვალი - ტოსკა/Tosca (ოპერა - Metropolitan Opera)