ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ნებისმიერი მოზრდილი ღორი ისეთივე ჭკვიანია, როგორც 3 წლის ბავშვი, რადგან ისინი ადვილად ეგუებიან ნებისმიერ რთულ გარემო პირობებს და ახალი უნარ-ჩვევების შეძენა მათთვის საკმაოდ მარტივია.

დღეს კი ზრდასრული ღორი ფიგკასოს შესახებ მოგიყვებით, რომელსაც ასეთი საინტერესო ზედმეტსახელი იმიტომ შეარქვეს, რომ არაჩვეულებრივი ხატვის ნიჭი აღოაჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფიგკასო ძირითადად აბსტრაქტულ ნახატებს ხატავს და ის პირველი ცხოველია, რომელსაც უკვე საკუთარი ნამუშევრების გამოფენა ჰქონდა.