როგორც მეცნიერი ჰაროლდ ფოსი ამბობს, ჰაერის უკმარისობა სიკვდილის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზია იმ ადამიანებში, რომლებიც განსაკუთრებული ორგაზმის ძიებაში არიან.

ცოტა ხნის წინ, ჰამბურგში, პოლიციამ აღმოაჩინა მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ზედა ტანზე გახეხილი ყველით სავსე ქალის კოლგოტი ჰქონდა ჩამოცმული და ამასთან ერთად, წყლის სკაფანდრი და საწვიმარი კოსტიუმი ეცვა. მას თავზე პოლიეთილენის პარკით ჰქონდა შეკრული და ჩართულ გამათბობელთან იჯდა. შედეგად, მამაკაცი ჰაერის უკმარისობამ იმსხვერპლა.

რთული სათქმელია, რა ჰქონდა ამ კაცს ჩაფიქრებული, მაგრამ ფაქტია მისი მცდელობა უბედური შემთხვევით დასრულდა.

კიდევ ერთი გვამი, რომელიც პოლიციამ აღმოაჩინა, რკინის ჯაჭვში იყო შეხვეული და პორნოგრაფიული ფოტოები ჰქონდა ჩართული. ის ავტომატური ასფიქსიით გარდაიცვალა.

კაცების გარდა, ქალებიც იღუპებიან მასტურბაციის დროს ასფიქსიით, თუმცა მათი რაოდენობა კაცებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

ჰაროლდ ფოსი ხსნის, რომ სიკვდილიანობას ჰაერის უკმარისობა იწვევს. მასტურბაციის ასეთი მეთოდებისთვის მიმართვა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელია. მსხვერპლები ფიქრობენ, რომ ორგაზმის მიღწევის შემდეგ მარტივად შეძლებენ საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას, თუმცა ხშირად შეტევები იმდენას სწრაფად ხდება, რომ სიკვდილს 30 წამში იწვევს.

ოფიციალური მონაცემებით, ამ მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მცირეა, ვიდრე ჰაროლდ ფოსი ვარაუდობს. თუმცა, მისი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ ოჯახის წევრები გვამის აღმოჩენის შემდეგ ცდილობენ ვითარების შეცვლას, რათა სირცხვილი თავიდან აირიდონ.

მაგალითისთვის, ერთმა ქალმა თავისი ვაჟის გვამი აღმოაჩინა, რომელიც ნაძვის ხის განათებებში იყო გახვეული და მასტურბაციის დროს გარდაიცვალა. პოლიციის გამოძახებამდე, დედამ ბიჭის გვამს განათებები მოაშორა და ეცადა, რეალური მიზეზი დაემალა.