ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე პირად ფეისბუქგვერდზე ბათუმობის დღესასწაულის თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს.

მერის ინიციატივით, ბათუმობა 28 აპრილს უნდა აღინიშნოს, ვინაიდან 1888 წელს, სწორედ ამ დღეს მიენიჭა ბათუმს ქალაქის სტატუსი. ლაშა კომახიძე მოუწოდებს მოქალაქეებს საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირონ.

მერის თქმით, ბათუმობის 28 აპრილს აღნიშვნა უფრო მეტ ხალისს შესძენს დღესასწაულს "რადგან გაზაფხული სიცოცხლესთან, სიახლესთან და სინათლესთან ასოცირდება"

ქალაქის მერმა გამოკითხვა 3 საათის წინ გამოაქვეყნა და მასში 190-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.