კულინარიით გატაცებულ ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომ მის მიერ მომზადებული კერძი დაფასდეს და ყველას მოეწონოს. თუმცა ეს რთულად მისაღწევია, რადგან საჭმელების მომზადებას სპეციფიური ცოდნა და ნიჭი სჭირდება. კეთების პროცესში, თქვენ ხშირად დაგჭირდებათ რჩევები ან პროფესიონალის შეფასება, მაგრამ ამის ფუფუნება, სამწუხაროდ, ყველას არ ჰქონდა.

Amazon-ის Alexa-ს დახმარებით, რჩევების მიღება, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შეფისგან, გორდონ რემზისგან შეგეძლებათ. ცხადია ეს არ იქნება უშუალო კომუნიკაცია და არც სატელეფონო ზარი, თუმცა გურმანებისთვის მაინც სასარგებლო სიახლეა. წარმოიდგინეთ, ამზადებთ რაიმე განსაკუთრებულ კერძს და შემდეგ, სანამ მას სტუმრებს მიართმევთ, აზრს გორდნო რემზის ეკითხებით და ისიც თავის რჩევებსა და შეფასებებს გიზიარებთ.

ამისათვის საკმარისია შემდეგი სიტყვებით მიმართოთ Alexa-ს: ჰკითხე გორდონს, როგორ მოსწონს ჩემი კერძი?

უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მხოლოდ კარგ შეფასებებს ნუ დაელოდებით. თუ თქვენ მიერ მომზადებული საჭმელი ცუდად გამოიყურება, რემზი დაუნდობელი იქნება შეფასებისას. მაგალითად, ერთ-ერთ მომხმარებელს ისიც კი უთხრა, ეს რა საშინელებაა, საჭმელს ასე რომ ეპყრობი, ღამე რა დაგაძინებსო.

მოკლედ, ნახეთ ვიდეო, როგორ მუშაობს რემზისა და Alexa-ს კოლაბორაცია.