"რანინა" - ახალი ქართული საბავშვო მუსიკალური პროექტი პირველ არხზე
ორი მარტიდან პირველ არხზე ორიგინალური საბავშვო მუსიკალური კონკურსი, "რანინა" დაიწყება, რომელში მონაწილეობასაც 8-დან 13 წლამდე შემსრულებლები იღებენ.
რა ელის გამარჯვებულს?
"რანინას" გამარჯვებული, ტიტულთან ერთად, იღებს ახალ პასუხისმგებლობას - ხდება საქართველოს ხმა ევროვიზის საბავშვო კონკურსზე 2018 წელს.
მეორე ადგილის მფლობელი - ევროვიზიაზე გაემგზავრება სპიკერის სტატუსით (ქართველი კონკურსანტის წარმდგენი).
მესამე ადგილის მფლობელი - ევროვიზიაზე გაემგზავრება სტუმრის სტატუსით.
პროექტის შესახებ
"რანინას" ავტორი ლანა ქუთათელაძეა.
წამყვანი: პიანისტი დავით ალადაშვილი
თანაწამყვანი: ანო თაკალანძე
"რანინას" კონკურსანტები ისეთ მუსიკალურ ბარიერებს გადალახავენ, როგორიც ჯერ არც ერთ კონკურსში, არავის გადაულახავს.
რაც მთავარია, "რანინა" თავიდან ბოლომდე ქართული პროექტია.
სწორედ ამიტომ, შოუს ძირითადი ნაწილი სწორედ ქართველ კომპოზიტორებს და მათ შემოქმედებას დაეთმობა.
გამომდინარე იქიდან, რომ გამარჯვებული საერთაშორისო კონკურსზე, ევროვიზიაზე მიემგზავრება, მნიშვნელოვანია არაქართული რეპერტუარის შესრულების უნარებიც. ამიტომ "რანინა" ასევე მოიცავს უცხოურ მუსიკალურ ტურებსაც.
პროექტის წესები
პროექტში მონაწილეობს 10 კონკურსანტი, რომლებიც გადიან - 3 თვიან მუსიკალურ ტელე-მარათონს. კონკურსი მოიცავს - 4 მუსიკალურ თემატურ ტურს. თითოეული ტური იყოფა - 2 ტელე ეპიზოდად. ძირითად ტურებს გადის ყველა მონაწილე, 5 მათგანი გადადის ნახევარფინალებში. ფინალში გამარჯვებისთვის იბრძვის 3 კონკურსანტი. თითოეულ მუსიკალურ ტურს მონაწილეები გადიან ორკესტრთან, მუსიკალურ ჯგუფებთან, ბენდებთან, ან ცნობილ მომღერლებთან ერთად.
თითოეულ ტურზე კონკურსანტებს აფასებს ჟიური, რომელიც 3 წევრისგან შედგება, ეს შემადგენლობა თითოეული ტურის დროს იცვლება.
კონკურსანტის სიმღერის დროს, ჟიურის წევრები, ეკრანებზე 4 კატეგორიაში: ვოკალი, შესრულება, არტისტიზმი, კოლაბორაცია - 10 ბალიანი სისტემით აფიქსირებენ საკუთარ შეფასებას. სიმღერის დასრულებამდე 10 წამის განმავლობაში შეაქვთ კორექტივები, ათვლის დასრულებისას კი საბოლოო ქულები ფიქსირდება.
მონაწილეები 4 ძირითადი ტურის განმავლობაში აგროვებენ ჟიურის მიერ დაწერილ ქულებს. საბოლოო რეიტინგით ირჩევა ნახევარფინალის ხუთეული.
ნახევარფინალურ ეტაპზე ჟიურის თითოეული წევრი ადგენს საკუთარ რეიტინგს. 2 ნახევარფინალის საერთო რეიტინგის მიხედვით გამოვლინდება 3 ფინალისტი.
3 ფინალისტს შორის გამარჯვებულს 3 კაციანი ჟიური აირჩევს.
"რანინა" ეთერში 2 მარტიდან გავა, კვირაში ერთხელ, პარასკევს 20:00 საათზე.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები