Meydan tv-ს ცნობით, დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი დღეს, 8 თებერვალს დროებით გამოუშვეს, რათა ზაქათალაში თავისი დაღუპული ნათესავების 40-ში მიიღოს მონაწილეობა. მასთან ერთად იმყოფება ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვაც. მისი თქმით, აფგან მუხტარლი ოჯახთან ერთად 9 თებერვლის ჩათვლით იქნება.

2017 წლის 31 დეკემბერს მუხტარლის და და დისშვილი თავიანთ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ისინი გაზით გაიგუდნენ.

MeydanTV-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი მცირეწლოვნებიდან ერთი ნურანის შვილი, ხოლო მეორე ძმიშვილი იყო. ბინაში ნურანის კიდევ ერთი შვილი იყო, რომელიც გადარჩა.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. ნოემბერში აზერბაიჯანის სასამართლომ შინაპატიმრობაზე უარი უთხრა.