Kommersant.ru-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნებზე ხმა, შესაძლოა, ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლში მისცეს. გამომცემლობა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტისთვის ისეთ რეგიონს არჩევენ, სადაც ამომრჩეველთა აქტიურობა შეიძლება დაბალი იყოს.

ფედერალურ არჩევნებზე პუტინმა ხმა მოსკოვში მისცა. თუმცა 2017 წელს კანონის ცვლილების შემდეგ, ხმის მიცემა შესაძლებელია არა რეგისტრაციის, არამედ გამოცხადების მიხედვით. გამოცემა მეორე წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩევნების დღეს პრეზიდენტმა დედაქალაქი დატოვოს.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს გაიმართება. გარდა ამისა, ამ რიცხვში 2014 წელს რუსეთმა ანექსირებული ყირიმი საკუთარ ტერიტორიად აღიარა. ანექსირების შემდეგ ნახევარკუნძულზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები პირველად ჩატარდება.

გაიგეთ მეტი: პუტინი: თუ არჩევნებს წავაგებ, კომბაინის მძღოლად დავიწყებ მუშაობას