Amélie-ის რეჟისორი ჟან-პიერ ჟანე გილერმო დელ ტოროს მისი ფილმიდან ერთ-ერთი ეპიზოდის მოპარვაში ადანაშაულებს.

საუბარია სცენაზე, როდესაც The Shape of Water-ში სალი ჰოუკინსისა და რიჩარდ ჯენკინსის პერსონაჟები დივანზე სხედან, ძველ ჰოლივუდურ ფილმს უყურებენ და ცეკვავენ.

ანალოგიური სცენა ჟანეს ფილმშიც გვხვდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გილერმო დელ ტოროს The Shape of Water-ის სცენარის მოპარვაშიც დაადანაშაულეს.

ბრალდება მექსიკელ რეჟისორს პულიცერის პრემიის ლაურეატის პოლ ზინდერის შვილმა დევიდ ზინდერმა წაუყენა.

დევიდ ზინდერი ამტკიცებს, რომ რეჟისორმა The Shape of Water-ის სიუჟეტი მამამისის მიერ, დაწერილი პიესიდან Let Me Hear You Whisper მოიპარა.

ზინდერის ნაწარმოები კვლევით ლაბორატორიაში მომუშავე დამლაგებელზე მოგვითხრობს, რომელიც ლაბორატორიაში გამოკეტილ დელფინზე ზრუნავს და მას შემდეგ რაც ლაბორატორიის თანამშრომლები ძუძუმწოვარზე კვლევებს დაიწყებენ, ის მის გადარჩენას ცდილობს.

Let Me Hear You Whisper-ის მიხედვით 1969 წელს ფილმიც გადაიღეს.