ბერლინის 2018 წლის კინოფესტივალის ჟიურის სრული შემადგენლობა უკვე ცნობილია.

რამდენიმე თვის წინ კინოფესტივალის ორგანიზატორებმა, თქვეს რომ ჟიურის რეჟისორი ტომ ტიკვერი უხელმძღვანელებს.

"ტომ ტიკვერი ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო გერმანელი რეჟისორია და გვიხარია, რომ ის ჩვენი ფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს", - ამბობდა კინოფესტივალის დირექტორი.

რაც შეეხებათ ჟიურის სხვა წევრებს, ბერლინალეს გამარჯვებულს წელს გამოავლენენ:

Moonlight-ის პროდიუსერი ადელ რომანსკი, ბელგიელი მსახიობი სესილ დე ფრენსი, იაპონელი კომპოზიტორი რუიჩი საკამოტო, კინოკრიტიკოსი სტეფანი ზაჩარეკი და რეჟისორი ჩემა პრადო.

კინოფესტივალს უეს ანდერსონის ახალი ანიმაციური ფილმი Isle of Dogs მსოფლიო პრემიერით გაიხსნება.

ბერლინის 68-ე კინოფესტივალი 2018 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდება.