2019 წელს კინოეკრანზე კრიმინალური დრამა Motherless Brooklyn გამოვა.

ფილმში მთავარ როლებს ედვარდ ნორტონი, ბრიუს უილისი, უილიამ დეფო და ალეკ ბოლდუინი შეასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი ჯონათან ლეთემის დეტექტიურ რომანს ეფუძნება და ის 1950 წლების ნიუ-იორკში ვითარდება. კერძო დეტექტივი, რომელსაც ტურეტის სინდრომი [ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული ტიკებით] აქვს მკვლელობების სერიას იძიებს.

ფილმში ზეთმოხსენებული ოთხეულის გარდა, ვიხილავთ ლესლი მანს, ჯოშ პეის, ფიშერ სტივენნსა და რობერტ ვისდომს.

19 წლიანი პაუზის შემდეგ Motherless Brooklyn ედვარდ ნორტონის პირველი რეჟისორული ნამუშევარი იქნება. მას აქამდე გადაღებული აქვს ფილმი Keeping the Faith.