გუშინ ლოს-ანჯელესში ოსკარის ნომინანტთა ტრადიციული წვეულება გაიმართა, რომელსაც კინოაკადემია დიდ ღამედ მოიხსენიებს ხოლმე.

ჩვენ უკვე ვიცით, ვინ არიან ოსკარის წლევანდელი ნომინანტები და ვიცით ისიც, რომ ოსკარზე წელს რამდენიმე ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.

მაგალითად, ოსკარის 90-წლიან ისტორიაში საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე ქალი მეხუთედ წარადგინეს. საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაზე კი - პირველად.

არ უნდა დაგვავიწყდეს მერილ სტრიპის ისტორიული, 21-ე ნომინაციაც.

"ჩვენი ტრადიციული ლანჩი საშუალებას გვაძლევს, დრო მხოლოდ დასვენებასა და განტვირთვას დავუთმოთ. ჩვენი ტრადიციული ფოტოც მეტია, ვიდრე უბრალოდ ფოტო. მასზე ასახულია ისტორია. როცა წლევანდელი ლანჩის ამსახველ საერთო სურათს გამოგიგზავნით, თქვენ დაინახავთ განსხვავებას - პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში", - ასე აფასებს აკადმიის პრეზიდენტი ოსკარის ლანჩს.

ფოტოები ოსკარის ნომინანტთა ყოველწლიური ლანჩიდან: