The Politician - ასე ერქმევა ნეტფლიქსის ახალ მუსიკალურ სერიალს, რომელსაც American Horror Story-ს, American Crime Story-სა და Feud-ის შემქმნელი, რაიან მერფი გადაიღებს.

არხმა უკვე დაამტკიცა შოუს ორი სეზონი, მთავარ როლებს კი ბარბარა სტრეიზანდი, გვინეტ პელტროუ და ბენ პლატი შეასრულებენ. სერიალში ვიხილავთ ზოა დოიჩსაც.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულების გარდა, სტრეიზანდი რამდენიმე ეპიზოდის რეჟისორიც იქნება.

ნეტფლიქსის ახალ შოუზე სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მას სანტა-ბარბარაში გადაიღებენ და ის კომედიური ჟანრის იქნება.

აღსანიშნავია, რომ რაიან მერფი FX-ზე რამდენიმე სერიალს იღებს, თუმცა მას შემდეგ რაც Walt Disney-მ 21st Century Fox-ის აქტივები $52,4 მილიარდად შეისყიდა მერფიმ თქვა, რომ ის სხვა არხებისთვისაც დაიწყებს შოუების კეთებას.