მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმზე სასამართლო სხდომა გადაიდო
მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის საქმეზე სასამართლო სხდომა 19 თებერვლამდე გადაიდო. სხდომის გადადების შესახებ მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
"ჩვენც დავაყენეთ პოზიცია, რომ წერილობით პასუხი გავცეთ ყველა შუამდგომლობას. ამ არგუმენტების გათვალისწინებით 19 თებერვლისთვის გადაიდო სხდომა", - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, მოსამართლეს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინეს საკუთარი დასკვნა.
"ჩვენ, ბრალდების მხარე არ ვართ. ჩვენ განვიხილავთ ექსტრადიციის საკითხს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დეტალურად შევისწავლეთ ექსტრადიციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება. მიგვაჩნია, რომ არ არსებობდა ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოება, რის გამოც მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს", - განაცხადა პროკურორმა.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, თურქეთის მოთხოვნით, თბილისში 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მეორე დღეს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების თანახმად, ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციას ეხმრებოდა, რომელიც მოხსენიებულია, როგორც "ფეთულა გიულენის მიმდევრები". ადვოკატის თქმით, ბრალდების მასალებში აღნიშნულია, თითქოს მუსტაფა ემრე ჩაბუქი ეხმარებოდა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ პარტნიორს, რომ 2017 წელს გაესხვისებინა წილი ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე.
ამავე წლის ივლისში ჩაბუქის უფლებადამცველებმა მისთვის ლტოლვილის სტატუსი მოითხოვეს. თუმცა, ლტოლვილთა სამინისტრომ დემირელის კოლეჯის დაკავებულ მენეჯერსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა და უთხრა, რომ თურქეთის ციხეებში შეინიშნება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება. იგივე განცხადება გააკეთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა და თქვა, რომ თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში ჩაბუქი ევროპული დონის ციხეში მოხვდება. საერთაშორისო ორგანიზაციები და მედია კი თურქეთის "ევროპულ ციხეებში" არსებულ სიტუაციას სულ ხვანაირად აღწერს.
ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსზე საქართველოს უარის გაბათილებას მოითხოვდა ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. ნანუაშვილის შეფასებით, სუბარის უწყებამ მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, თავად აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები და ა.შ.
დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულება იყო ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარი ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
სამოქალაქო სექტორის პროტესტის მიუხედავად, ლტოლვილთა სამინისტროს გადაწვეტილება ძალაში დატოვა ჯერ საქალაქო, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომაც.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის წინააღმდეგია ახლადარჩეული სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ის ვარაუდობს, რომ ჩაბუქი თურქეთში, შესაძლოა, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდეს. ლომჯარიას აზრით, არ არსებობს გარანტია, რომ ჩაბუქის საქმის განხილვა თურქეთში სამართლიანი სასამართლოს პრინციპების მიხედვით მოხდება, რასაც არაერთი ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორინგის დასკვნაც ადასტურებს.
-
გადახედვა"ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში "ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
კომენტარები