რატომ საუბრობდა მსოფლიო ჯენეტ ჯექსონზე, როცა Super Bowl-ზე ტიმბერლეიკი მღეროდა?
მანამ, სანამ ბიონსე და რიანა ჩვენს გულებს დაიპყრობდნენ, ყველას ერთი დედოფალი გვყავდა
ჯენეტ ჯექსონი - ამერიკის განძი და ლეგენდა
გუშინ, სუპერ ბოულის დღეს, მაყურებელი ითხოვდა, რომ ჯენეტ ჯექსონი სცენაზე დაბრუნებულიყო, ჰეშტეგით #JusticeForJANET [სამართალი ჯანეტისთვის]
ამის მიზეზის ასახსნელად, კი ცოტა უკან უნდა დავბრუნდეთ.
4 თებერვალს 14 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ჯექსონმა ჯასტინ ტიმბერლეიკი სუპერ ბოულის სცენაზე მიიწვია, როდესაც Rhythm Nation-ს ასრულებდა
შესრულების დასასრულს ტიმბერლეიკმა ჯექსონს ზედის მარჯვენა ნაწილი ჩამოხია და ლაივში ჯენეტს ცალი მკერდი სრულად გამოუჩნდა.
იმის მიუხედავად, რომ ჯენეტს ტიმბერლეიკმა ჩამოხია კოსტიუმი, საჯარო ბოდიშის მოხდა მაინც ჯექსონს მოუწია. ჯენეტი რამდენიმე დიდმა მედია ორგანიზაციამ და რადიომაც დაბლოკა და ის ასევე 2004 წლის გრემის დაჯილდოებას გამოაკლდა.
უამრავი ადამიანი დღემდე ფიქრობს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის პასუხი ჯანეტისთვის ბოდიშად არ აღიქმებოდა და ჯექსონი ამ ინციდენტის გამო უსამართლოდ დაისაჯა.
2004 წლის შემდეგ არც ჯექსონს და არც ტიმბერლეიკს არ უმღერია სუპერ ბოულზე, მანამ, სანამ 2018 წლის სუპერ ბოულის მთავარ ჰედლაინერად ჯასტინ ტიმბერლეიკი არ დასახელდა.
სწორედ ამას ემსახურებოდა ფანების მოთხოვნა, რომ ტიმბერლეიკთან ერთად სცენაზე ჯენეტიც ასულიყო. გავრცელდა ხმებიც, რომ შოუში ფანებს სიურპრიზი ელოდათ.
ჯექსონმა გავრცელებული ხმები ტვიტერზე უარყო, თუმცა ეს პოსტი მოგვიანებით წაშალა.
ჯასტინ ტიმბერლეიკის შესრულება 2018 წლის სუპერ ბოულზე
თქვენ როგორ ფიქრობთ, სამართლიანი იყო სუპერ ბოულზე მხოლოდ ტიმბერლეიკის გამოსვლა?
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები