საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია, საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საბჭოში ამ თემაზე იმსჯელეს. მისი თქმით, იაკობაშვილმა განმარტა, რომ შეურაცხმყოფელს არაფერს გულისხმობდა და "ასო" არასამთავრობო ორგანიზაციის აბრევიატურად გამოიყენა.

On.ge-ს კითხვას იყო თუ არა შეურაცხმყოფელი გოგელიას გამოთქმა "სამში თამამი" საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა: "მე არ ვიცი, საერთოდ არ გამიგია ასეთი გამოთქმა, რას ნიშნავს ეგეც არ ვიცი. ჩემი პოზიცია გითხარით."

საბჭოს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით გოგელიამ აღნიშნა, რომ საბჭოში ადამიანებს არ ტუქსავენ:

"ჩვენ ვართ ზრდასრული ადამიანები, სამეურვეო საბჭო არ არის საბჭო, სადაც წევრები ერთმანეთს კუთხეში უნდა აყენებდნენ და ტუქსავდნენ ან ასე შემდეგ."

გოგელიას თქმით, თუ ვინმეს პრობლემა აქვს მსგავს გამონათქვამებთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა მიმართოს, თავად კი არ შეაფასებს ბორდის წევრს, რადგან საბჭო კოლეგიალურია და პირადი ურთიერთობები აქვთ.

საბჭოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ შეურაცხმყოფელი შინაარსის ფრაზები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც ხშირია:

"ხშირ შემთხვევაში ყოფილა [გამონათქვამი] სამარცხვინო სამეურვეო საბჭო. ვიღაცისთვის სამარცხვინო შეიძლება იყოს, რაღაც ნათქვამი და ჩემთვის არის ეს შეურაცხმყოფელი იმიტომ, რომ მე არ ვთვლი, რომ რაიმე ისეთი გადაწვეყტილებები მიგვიღია, რომელიც სამარცხვინოა."

On.ge-ს კითხვაზე იქნებოდა თუ არ ამისთვის შეურაცხმყოფელი ამ ტერმინებით მიმართვა გოგელიამ აღნიშნა, რომ მსგავს სიტუაციაში მისი საქციელი ემოციურ კონტექსტზეა დამოკიდებული და შესაძლოა, პასუხი მოითხოვოს ან არასამართლებრივად მოიქცეს.

"მე ასეთი სიტუაცია არ მქონია და რომ მქოდნეს შეიძლება სასამართლოში ვუჩივლო. შეიძლება, ისეთი რამე გავაკეთო, რაც სამართლებრივად არც იყოს მართალი, მაგრამ მერე ვაგო ჩემს საქციელზე მე თვითონ პასუხი, ესეც შესაძლებელია. რა ემოციურ კონტექსტში იქნება, როგორ იქნება, მე ხო არ ვიცი. შეიძლება დავურეკო და მოვთხოვო პასუხი, ახსნა-განმარტება. შეიძლება იგივე რაღაცა მე თვითონ ვუწოდო და ა.შ. ასე როგორ გითხრათ ახლა. ვთვლი, რომ ვარ მეტნაკლებად ვაჟკაცი ადამიანი და შეურაცხყოფაზე შეიძლება ჩემებური პასუხი გავცე, რაც შეიძლება არ იყოს მისაღები და შეიძლება მერე ვაგო პასუხი და შეიძლება მოვუსმინო."

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გიორგი იაკობაშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უხამსად მოიხსენია.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო) რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი", - წერია მის პოსტში.

გაიგეთ მეტი: