მიუხედავად იმისა, რომ Friends-ის დასრულებიდან 14 წელი გავიდა, ის დღემდე რჩება ამერიკული ტელევიზიის უპირობო ლიდერ სერიალად.

ჯენიფერ ენისტონმა, კორტნი კოქსმა, ლიზა კუდროუმ, მეთიუ პერიმ, მეთ ლებლანკმა და დევიდ შვრიმერმა მოახერხეს, მსოფლიო ტელევიზიის ისტორიაში შეექმნათ პერსონაჟები, რომლებიც პოპ-კულტურის განუყოფელ ნაწილად გადაიქცეოდნენ.

შოუს დასრულებიდან ამდენი წლის შემდეგაც კი გამუდმებით მიდის საუბარი იმაზე, გაგრძელდება თუ არა ოდესმე სერიალი. ამაზე ოფიციალური პასუხი კი ჯერ არავის გაუცია.

ელენ დეჯენერესის 60 წლის აღსანიშნავ გადაცემაში, წამყვანმა სტუმრად ჯენიფერ ენისტონი მიიწვია და კითხა, უნდა ველოდოთ თუ არა Friends-ის გაგრძელებად.

"ყველაფერი შესაძლებელია", - უპასუხა ჯენიფერმა ელენს და ამით კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, რომ ოდესმე ეს არაჩვეულებრივი სერიალი გაგრძელდება.

Jennifer Aniston has a lot to say about a #Friends reunion.

A post shared by Ellen (@theellenshow) on

"ჯორჯ კლუნი დაქორწინადა ელენ, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი შესაძლებელია", - იხუმრა ჯენიფერ ენისტონმა.

რამდენიმე თვის წინ, ზუსტად იგივე კითხვაზე კი მსახიობმა უპასუხა, რომ შოუს გაგრძელება სმარტფონების ეპოქაში შეუძლებელი იქნებოდა.

საინტერესოა რა შეიცვალა? იქნებ მართლა შესაძლებელია, რომ კიდევ ერთხელ შევხვდეთ რეიჩელს, მონიკას, ფიბის, ჯოუის, როსსა და ჩენდლერს?