ლედი გაგამ მსოფლიო ტურნეს ევროპული ნაწილი, ჯამში ათი გამოსვლა, ძლიერი ტკივილების გამო გააუქმა. მომღერალს ქრონიკული ფიბრომიალგია აქვს, რომელიც ორგანიზმში ქრონიკულ ტკივილს იწვევს. ტურნეს გაუქმების შესახებ ლედი გაგამ ტვიტერზე დაწერა.

ტვიტში პოპ-ვარსკვლავმა ფანებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მომხდარის გამო შეწუხებულია, თუმცა პირველ რიგში მან საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს. მომღერალმა ტურნეს გაუქმების შესახებ, ექიმების რჩევით, პარასკევს მიიღო.

ლედი გაგას ფიბრომიალგია წლებია აწუხებს, რომლის დროსაც ქრონიკული ტკივილები სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩნდება. როგორც ცნობილია, უახლოეს დღეებში ბილეთების მფლობელებს თანხას უკან დაუბრუნებენ.

მომღერალს კონცერტები უნდა ჩეტარებინა ციურიხში, კიოლნში, სტოკჰოლმში, კომენჰაგენში, პარიზსა და პერლინში.

გაიგეთ მეტი: ლედი გაგა ამბობს, რომ სხეულის ქრონიკული ტკივილით იტანჯება