შვეიცარიაში საჰაერო ბურთების რიგით მეორმოცე, ყველაზე მასშტაბური ფესტივალი უკვე გაიხსნა, რომელიც 9 დღის მანძილზე, ადრენალინის მოყვარული ადამიანებისათვის ნამდვილი დღესასწაული იქნება.

ფესტივალის ფარგლებში 20 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პილოტის, ასობით საჰაერო ბურთმა, შვეიცარიის პატარა საკურორტო ქალაქიდან აიღო გეზი და ალპების მთებს გადაუფრენს.

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

აღსანიშნავია, რომ საჰაერო ბურთით პირველი და ყველაზე დიდხნიანი ტური ინგლისელ პილოტ ბრაიან ჯონსს და შვეიცარელ დოქტორ პიკარდს უკავშირდებათ, რომელებმაც მსოფლიოს გარშემო, ძრავის არ მქონე მოწყობილობით 19 დღის მანძილზე იმოგზაურეს.