დღეს 2 თებერვალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ზაზუნას დღეს აღნიშნავს. ტრადიციას საფუძველი აშშ-სა და კანადაში 1840 წელს ჩაეყარა.

ამ დღის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სოროდან გამოძრომის შემდეგ, თუ ზაზუნა თავის ჩრდილს ხედავს, ნიშნავს იმას, რომ ზამთარი კიდევ ექვსი კვირით გაგრძელდება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვერ დაინახავს - გაზაფხული მალე მოვა.

ზაზუნას დღეს კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს - ერთი და იგივე დღე გამუდმებით მეორდება, მანამ სანამ "სასჯელს" არ მოიხდი და საკუთარ ცხოვრებაში გრანდიოზულ ცვლილებას არ შეიტან.

ამ დღის შესახებ სულ რომ არაფერი იცოდეთ, აუცილებლად გეცოდინებათ 1993 წელს გამოსული ამერიკული კომედია Groundhog Day, რომელშიც მთავარ როლებს ბილ მიურეი და ენდი მაკდაუელი ასრულებენ.

გარდა ამ ფილმისა, კინოისტორიაში მრავლად მოიძებნება ისეთი ფილმები, რომელშიც ზაზუნას დღის ეფექტია გამოყენებული და ერთი ჩვეულებრივი დღე გამუდმებით მეორდება.

Edge of Tomorrow

12 Dates of Christmas

Happy Death Day

Before I Fall

Triangle

Naked

50 First Dates

Source Code

Looper

და რა თქმა უნდა, ერთადერთი და განუმეორებელი Groundhog Day