რუსეთი აშშ-სა და NATO-სთან საქართველოს მზარდი სახმედრო თანამშრომლობით შეშფოთებულია. ამის შესახებ 31 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.

კარასინის თქმით, თბილისის ეს კურსი, ანტირუსული ქცევა საერთაშორისო ღონისძიებებზე, საფრთეს უქმნის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში კარასინი აცხადებს, რომ რუსეთი ხედავს საქართველოსთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების ზრდას. ასევე, საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალებისთვის, ვაზიანის ტრანსფორმაციას საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად. მისივე თქმით, ეს ყველაფერი შეშფოთებას იწვევს როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში:

"რაც შეეხება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილნი. რუსეთი ყველა მხრიდან გააგრძელებს მუშაობას, რომ არარეგიონული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები ჩვენს საზღვრებს არ მოუახლოვდეს და მეზობლებთან ისედაც არსებული სირთულეები კიდევ უფრო არ გამწვავდეს."