იტალიის პრეზიდენტმა დავით მაღრაძეს სოლიდარობის კავალერის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუკგვერდზე დიწერა.

"იტალიის პრეზიდენტმა, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ პოეტ დავით მაღრაძეს, ორი ქვეყნის კულტურული კავშირის განმტკიცებისთვის, სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა", - ვკითხულობთ პოსტში.