თბილისის მერია Facebook-ში რეკლამირებისთვის 60 ათასი დოლარის დახარჯვას გეგმავს. უწყებას ამ თანხით მერიის, მერისა და გამგეობების ფეისბუკის ოფიციალური გვერდების პოპულარიზაცია სურს. შესყიდვასთან დაკავშირებით მოთხოვნას შესყიდვების სააგენტო განიხილავს.

"აღნიშნული შესყიდვის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა მერიის საქმიანობით დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ფეისბუკს, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის", - ასე ასაბუთებენ რეკლამის საჭიროებას მერიაში.