EW-იმ ოსკარამდე რამდენიმე თვით ადრე გადაწყვიტა გამოევლინა ვინ მიაჩნია ამერიკელ ხალხს ჰოლივუდის ყველაზე დიდ ლეგენდად.

ამისთვის კი გამოკითხვა ჩატარა, ერთმანეთს უკვე გარდაცვლილი და ჯერ კიდევ ცოცხალი მსახიობები დაუპირისპირა.

თითქმის ექვს თვიან გამოკითხვაში, 64 ლეგენდარული მსახიობი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს კი მერილ სტრიპი და ვივიენ ლი "შეერკინნენ".

გამოკითხვაში მონაწილეებს უნდა აერჩიათ, რომელი როლი და მსახიობი იყო ყველაზე ძლიერი.

ვივიენ ლის სკარლეტ ოჰარა "ქარწაღებულნიდან" თუ მერილ სტრიპის სოფი "სოფის არჩევანიდან"

საბოლოოდ გამოკითხვაში, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, გამარჯვებული ვივიენ ლი და მისი პერსონაჟი, სკარლეტ ოჰარა გახდა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით მერილმა 45 პროცენტი მიიღო, ვივიენმა კი - 55.