ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე, იგივე BAFTA-ზე მსახიობები ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად შავი ტანსაცმლით მივლენ.

მსახიობებმა მსგავსი გადაწყვეტილება იანვარში, ოქროს გლობუსის რიგით 75-ე ცერემონიაზეც მიიღეს და წითელ ხალიჩაზე სექსიზმის, ბულინგისა და სექსუალური შევიწროვების გასაპროტესტებლად შავი ტანისამოსი მოირგეს.

"ხალხი მეკითხება, ყველა მსახიობი აპირებს შავებში მოსვლას? პასუხი ამაზე არ მაქვს, საერთოდ არ ვიცი რა მოხდება, ცოტა დრო დარჩა ბაფტამდე და ვნახოთ ვინ მოვა შავებში და ვინ არა. ერთი რამ ცხადია, საღად მოაზროვნე ადამიანები გმობენ ქალთა მიმართ ძალადობას", - ამბობს ბაფტას აღმასრულებელი პროდიუსერი ამანდა ბერი.

წელს დაჯილდოების ცერემონიალი 18 თებერვალს გაიმართება, ნომინანტების სრული სია კი შეგიძლიათ აქ ნახოთ.