Station 19 - ასე ჰქვია ABC-ის ახალ დრამას, რომელსაც ლეგენდარული სცენარისტი, პროდიუსერი და შონდალენდის დამაარსებელი შონდა რაიმსი შექმნის.

შონდასთან ერთად შოუზე სტეისი მაკკეი და ბეტსი ბეერსი იმუშავებენ.

მეცხრამეტე სადგური გრეის ანატომიის სპინოფია. შოუს სიეტლში (ისევე როგორც გრეის) იღებენ და სიუჟეტი მეხანძრეების გარშემო ვითარდება.

შონდალენდის ახალ სერიალში მთავარ როლებს ჯეინ ლი ორტიზი, ჯეისონ ჯორჯი, გრეი დეიმონი, ალბერტო ფრეზა, დანიელა სავრე და მიგელ სანდოვალი შეასრულებენ.

სერიალის პრემიერა 22 მარტს შედგება და პირველ სეზონში 10 ეპიზოდი იქნება.

როგორც ცნობილია, შოუ აუცილებლად გადაიკვეთება გრეის ანატომიასთან, უკვე დაანონსებულია, რომ რამდენიმე სერიაში ელენ პომპეოსაც (მერიდიტ გრეი) ვიხილავთ.

ამავე სერიალში მონაწილეობას იღებს ჯეისონ ჯორჯი, რომელიც გრეის ანატომიაში მირანდა ბეილის ქმრის როლს ასრულებს.