ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს 2017 წელს გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის გამოსავლენად.

კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით - 10 ათასი ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოებები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2017 წელს.

შესაძლებელია ერთი ავტორის რამდენიმე რომანის წარდგენა. განაცხადის შეტანა შესაძლებელია 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, თბილისი). განაცხადს თან უნდა ერთვოდეს წიგნის 3 ეგზემპლარი, რომლებიც კონკურსის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცემა;

ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.