ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიგი წერეთლის განმარტებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისა და დევნილების საკითხების მუდმივად წინ წამოწევასა და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის შეხსენებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს პრობლემების გარდა ბევრი სხვა პრობლემური საკითხი დგას მსოფლიოს წინაშე:

"[რეზოლუციაში] ის ფორმულირებები ჩაიდოს, რომლებიც საერთაშორისოდაც მიღებულია და ჩვენს პოზიციებს გაამყარებს. ამაზე მიდის მუდმივად ბრძოლა. ეს ეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ეხება რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს თუ დევნილების საკითხს. ამას ის კი არ აქვს, რომ გამეორება ცოდნის დედაა, გამეორება საჭიროა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ფოკუსირებული იყოს. ბევრი საკითხია დღეს, რომელიც, ასე ვთქვათ, არის შეჯიბრებითობაში ჩვენს საკითხებთან. ძალიან ბევრია და ყველას უნდა რაღაც ჩადოს რეზოლუციაში".

დღეს ეუთოს 25-ე ყოველწლიურ სესიის მესამე დღე ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას 57 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრება, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობას აპირებენ, მათ შორის მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზეც ისაუბრებენ. საქართველოს დელეგაცია კი აფხაზეთსა და სამრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებზე აპირებს ყურადღების გამახვილებას.