მსოფლიოში სელფების მოყვარული ადამიანების მატების პარალელურად, შავი კატების პოპულარობა მკვეთრად ეცემა.

საქმე ის არის, რომ ადამიანები, რომლებსაც ფოტოების გადაღება უყვართ, თვლიან რომ შავი კატები არაფოტოგენურები არიან, რადგან ფერის გამო მათი კადრზე აღბეჭდვა საკმაოდ რთულია.

ფოტო: Liukov/shutterstock

"ბოლო დროს შავი კატებისთვის პატრონის მოძებნა ძალიან გართულდა, რადგან მათი წაყვანის სურვილი იშვიათად უჩნდებათ, გაცილებით დიდი მოთხოვნაა სხვა ნებისმიერი შეფერილობის მქონე შინაურ ცხოველებზე", - ამბობს ერთ-ერთი ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში, შავი კატები უიღბლობასა და წარუმატებლობასთან არიან ასოცირებულები.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია გითხრათ, რომ ცხოველები განურჩევლად ზომისა თუ ფერისა, არა ლამაზი სათამაშოები, არამედ ცოცხალი არსებები არიან, რომლებსაც ჩვენი სიყვარული და მზრუნველობა ყველაზე მეტად სჭირდებათ.