თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ გადაცემა 360 გრადუსში თქვა, რომ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თვითონ ითხოს:

"ჯერ ჩვენ არ ვიცით, საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზით იყო ეს გამოწვეული თუ მშენებლობის პროცესში არსებული ხარვეზით და დაუდევრობით. ამ ყველაფერს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი".

ნარმანიას თქმით, სამშენებლო სექტორში არსებული კომპანიების დიდ ნაწილს ან დაბალი კვალიფიკაცია აქვს ან არასათანადოდ ასრულებს საქმეს:

"მერია ვერასდროს იტყვის, მაგალითად, რომელიმე კონსტრუქცია უნდა მიამაგრონ, თუ არა. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც წყვეტენ სპეციალისტები და არა პოლიტიკოსები. ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას და წილ პასუხისმგებლობას ყველა აიღებს".

გუშინ, ვარკეთილის მტროსადგურში ჭერი ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. დღეს დილით სადგურში მუშაობა განახლდა.