Her Smell - ასე ჰქვია ალექს როუზ პერის ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლს The Handmaid's Tale - ის ვარსკვლავი ელიზაბეტ მოსი შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი როკ მომღერლის ურთიერთობებზეა მის ბენდთან, ოჯახთან და საზოგადოებასთან.

"ფილმის სცენარი იმდენად საინტერესოა, ისეა გაშლილი ყველა თემა, რომ მაშინვე მოვინუსხე. მიხარია, რომ მთავარ როლს ძლიერი, ნიჭიერი და მშვენიერი ელიზაბეტ მოსი შეასრულებს", - ამბობს ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი.