მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ოთხი დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, რომ მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა, აქვთ მოტეხილობები. ამჟამად ოთხივე დიაგნოსტიკის პროცესშია.

კიდევ 5 დაშავებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალში იმყოფება. ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, თეონა ხუჭუას თქმით, მათთან შესული ხუთივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ და მიმდინარეობს გამოკვლევები.

დღეს, 30 იანვარს, ახალგარემონტებულ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული პატრულის თანამშრომელია.