ვარკეთილის მეტროში, სადაც რამდენიმე საათის წინ ჭერი ჩამოვარდა, თბილისის მერი კახა კალაძეც მივიდა. მისი განცხადებით, ამ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

სადგურის სარემონტო სამუშაოები სექტემბერში დასრულდა. კალაძის თქმით, კომპანიამ, რომელმაც სარემონტო სამუშაოები შეასრულა, ახმეტელის თეატრის მეტროსადგურიც გაარემონტა. მისვე თქმით, შესრულებული სამუშაოები დღესვე შემოწმდება. თუმცა ვარკეთილისა და ახმეტელის თეატრის მეტროსადგურები სხვადასხვა კომპანიამ გაარემონტა.

ჭერის ჩამოშლის შედეგად შავებულია 11 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელია. მერის თქმით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.